შსს სასაზღვრო პოლიციის N 2 სამმართველოს (ახალციხე) ტერიტორიაზე სასაზღვრო განწესმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა სირიის მოქალაქე მოჰამედ დაკაკი, რომელიც სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას ცდილობდა.
აღნიშნული პიროვნება შემდგომი რეაგირებისთვის სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიულ მთავარ სამმართველოს გადაეცა.