ავღანეთის სამხრეთ -აღმოსავლეთ ნაწილში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად სულ მცირე 16 კაცი დაიღუპა, მათ შორის 11 კი პოლიციის თანამშრომელი. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ინციდენტი ქალაქ კუნდუზში, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. პოლიციის მონაცემებით, საავადმყოფოებში 20-მდე დაჭრილი იმყოფება, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.