შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლებმა, ფოთის პორტის მე-8 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე (ჰიდრავლიკური ზეთის ზღვაში ჩაღვრა), მალტის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "LANA" დააკავეს.
გემის კაპიტნის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რუსლან სერგოს ძე ოვსიანეცკის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით.
9 სექტემბერს რუსლან ოვსიანეცკის, ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, დაეკისრა ჯარიმა 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 553 ლარის და 20 თეთრის ოდენობით.