"მიხარია, რომ ახალი პოლიტიკოსების თაობა მოდის", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მარნეულში ახალი იუსტიციის სახლის გახსნისას და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა კუთხის წარმომადგენელს თანაბრად ეკუთვნის.
"მიხარია, რომ ახალი პოლიტიკოსების თაობა მოდის, მათ შორის, ჩვენი ქართველი აზერბაიჯანელების, რომლებიც საქართველოში ყველაფერს მიაღწევენ, რადგან საქართველო თანაბრად ეკუთვნის ეთნიკურ ქართველს, ეთნიკურ აზერბაიჯანელს, ყველა კუთხის წარმომადგენელს", _ განაცხადა მარნეულში სააკაშვილმა და იუსტიციის მინისტრობის პერიოდი გაიხსენა, როცა მარნეულში გლეხებს "გაიშნიკები" ფულს ართმევდნენ.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში კორუფცია აღარ დაბრუნდება.