12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 105 წელი სრულდება. ამასთან დაკავშირებით, საგურამოს ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანადგომით, ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი, რომელიც 14.00 საათზე წიწამურზე, ილიას მკვლელობის ადგილზე აღმართულ ობელისკთან, მწერლის სულის მოსახსენებელი პარაკლისით დაიწყება.
მისი დასრულების შემდეგ, 15:00 საათზე, იქ მოწვეული საზოგადოება (მწერლები, პოეტები, საზოგაო მოღვაწეები) საგურამოს სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებენ, სადაც საშუალება ექნებათ კიდევ ერთხელ გაიხსენონ ილია ჭავაჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა.