აუქციონის სახლი Christie's თანამედროვე ხელოვნების აუქციონზე ამერიკელი მხატვრის, ენდი უორჰოლის მიერ შექმნილ მარლონ ბრანდოს პორტრეტს გამოიტანს.
პორტრეტი ტრაფარეტული ბეჭდვის ტექნიკითაა შესრულებული. ბრანდო 1956 წელს გადაღებული ფილმის "ველურის" გმირის, ჯონის როლშია ასახული. ფილმი ბაიკერების ჯგუფზე მოგვითხრობს. ამჟამად სურათი თანამდროვე ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთი მეურვის, ბიზნესმენ დონალდ ბრაიანტ-უმცროსის კოლექციაში ინახება .
უორჰოლმა ბრანდოს პორტრეტი 1966 წელს შექმნა.სურათის გაყიდვა, სავარაუდოდ, 20 მილიონ დოლარად იგეგმება. აუქციონი ნიუ-იორკში 14 ნოემბერს გაიმართება. 2008 წელს უორჰოლდის ფუნჯით შექმნილი მარლონ ბრანდოს პორტრეტი 32,5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
4 თვის წინ "ქრისთის" კონკურენტმა აუქციონის სახლმა "სოთბიმ" უორჰოლდის მიერ შესრულებული ელვის პრესლის პორტრეტი 37 მილიონ დოლარად გაყიდა. თუმცა უორჰოლდის მიერ შესრულებულ ყველაზე ძვირადღირებულ სურათად "მწვანე ავტომანქანის ავარია" მიიჩნევაა,რომელიც 2007 წელს 71,1 მილიონ დოლარად გაიყიდა.