16 სექტემბერს, 19:00 საათზე სამეფო უბნის თეატრი მე-15 სეზონს ლეგენდარული შვედური პიესის "ფრეკენ ჟულის" პირველი ქართული დადგმით გახსნის.
აუგუსტ სტრინდბერგის ერთაქტიანი ტრაგედიის პირველ დადგმას 1888 წელს, დიდი სკანდალი მოჰყვა და თითქმის ათი წლით აიკრძალა. სტრინდბერგმა პიესით "ფრეკენ ჟული" საფუძველი ჩაუყარა ახალ თეატრალურ ფორმას, რომელსაც "ინტიმურ თეატრი" უწოდა.
ავტორის გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ "ფრეკენ ჟულის" პირველ ქართულ დადგმას.
ახალგაზრდული ჯგუფი კლასიკური ტექსტის თანამედროვე, მოულოდნელ ინტერპეტაციას გვთავაზობს.
შვედი შექსპირის "ანტი-რომეო და ჯულიეტად" შერაცხული დრამა ინტიმურ გარემოში, მაყურებელთან ახლოს თამაშდება.
ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცისთვის ძლიერი ვნებები სახიფათო თამაშად იქცევა; ქალი გრაფის შვილია, კაცი - გრაფის ლაქია, მაგრამ უთანასწორო წარმომავლობა არ არის ერთადერთი, რაც მათ ურთიერთობას შეუძლებელს ხდის...