16 სექტემბერს ბათუმის საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. კინოფესტივალი კინოთეატრ "აპოლოსა" და სასტუმრო "რადისონის" დარბაზში გაიმართება.
წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში 20-22 ქვეყნიდან კი წარმოდგენილი იქნება 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. კინოფესტივალზე ორგანიზებული იქნება მასტერკლასები მოწვეული რეჟისორების მიერ: ევროპიდან, აშშ-იდან, პოსტსაბჭოთა სივრციდან და აზიიდან.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.
ფესტივალი 23 სექტემბერს დაიხურება.