15-27 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიების" თანამედროვე სცენური ინტერპრეტაცია იქნება წარმოდგენილი.
მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორი, ქორეოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი ფრანგი ქორეოგრაფი რედა ბენტიფორია, მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, ხოლო დამდგმელი მხატვარი და სცენოგრაფი - არგენტინელი დიზაინერი სანტიაგო ფერნანდესი.
მონაწილეობენ სოფო ნიჟარაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ბუბა კიკაბიძე, ლენკა ზვიადაძე, ნანო ღვინიანიძე, ვანიკო თარხნიშვილი.
ქართული ესტრადისა და თეატრის ვარსკვლავებთან ერთად, მიუზიკლში მონაწილეობენ ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი, "სუხიშვილები" და სტუდია "თელა". ასევე "ბრავო რეკორდსის" ვოკალური სექსტეტი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.
შეგახსენებთ, რომ მიუზიკლის პრემიერა 2012 წლის 11 აგვისტოს ბათუმში გაიმართა