16 სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში პროსპერ მერიმეს "კარმენის" პრემიერა გაიმართება. ხოლო 23-25 სექტემბერს სპექტაკლის პრემიერა ლონდონში შედგება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მუსიკისა და დრამის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელომძღვანელმა ნინო გალეგაშვილმა განუცხადა, "ქორეოდრამა "კარმენი" თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის და "Moving Theatre" დიდი ბრიტანეთი ერთობლივი ნაწარმოებია. მონაწილეობას იღებს ევროკავშირის განათლებისა და კულტურის პროგრამების საერთაშორისო პროექტში, რომელშიც გაერთიანებულია ევროპის ქვეყნები - საფრანგეთი, რუმინეთი და ბრიტანეთი."
სპექტაკლის დამდგმელი ქორეოგრაფია კონსტანტინე ფურცელაძე, კომპოზიტორი - ბიზე, შჩედრინი. მონაწილეობენ მსახიობები: ანა ალექსიშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, არჩილ სოლოღაშვილი, გიორგი ტორიშვილი, ქეთევან ასათიანი, ნუცა გუჩაშვილი და სხვები.