სეპარატისტულ აფხაზეთში არსებულ ყველა დასასვენებელი დაწესებულება სავსეა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, დამსვენებელთა რაოდენობა 20 %-ითაა გაზრდილი, ხოლო სექტემბრის ბოლომდე სანატორიუმებისა და პანსიონატების ყველა ნომერი დაჯავშნილია.
აფხაზეთის ე.წ ტურისტული კომიტეტის ხელმძღვანელის თენგიზ ლაკერბაიას თქმით, ამ ზაფხულს აფხაზეთში ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობდა მინისასტუმროები, რომელთა რაოდენობა აფხაზეთში სულ უფრო და უფრო იზრდება.
"თუმცა ყველაზე პოპულარული მაინც კერძო სექტორში დასვენება რჩება", _ აცხადებს ლაკერბაია.