ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში თამაზ ბაკურიძემ ბრიფინგი გამართა.
ბრიფინგის მთავარი თემა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სტატუსის და ჯანდაცვის პოლისების ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაუქმება გახლდათ.
როგორც თამაზ ბაკურიძემ განაცხადა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას სოციალური დახმარება ახსნა-განმარტების გარეშე მასიურად უუქმდებათ.
მისი განცხადებით ბობოყვათში „ქრისტიან-დემოკრატებმა" აღნიშნულთან დაკავშირებით მონიტორინგი განახორციელეს.
„კვლევის შედეგები მივიღეთ გამაოგნებელი. მოსახლეობის უმეტესეობას სრულიად უმიზეზოდ ისე, რომ არ გამოსწორებულა მათი სოციალური მდგომარეობა, ჩამორთმეული აქვთ სტატუსები და შეჩერებული აქვთ დახმარების მიღება. მივმართავთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დაუბრუნოს აღნიშნულ ადამიანებს კუთვნილი მინიმალური დახმარება, რომელიც უმეტესი მათგანის ერთადერთი საარსებო საშუალებაა." - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.