„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა სამუშია ლოტკინზე წეროვნისის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ჯაბა სამუშიამ მოსახლეობას „ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის " წინა საარჩევნო პროგრამა გააცნო და პარტიის პრიორიტეტებზე ესაუბრა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო უმუშევრობას, ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობას და კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ მაღალ ტარიფებს.
„ლოტკინის მცხოვრებლები უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ, რადგან მათი უმეტესობა დაუსაქმებელია და რაც ყველაზე მთავარია ყოველ თვიურად უსამართლოდ გაზრდილი გადასახადების გადახდა უწევთ. კიდევ ერთხელ ვპირდები ჩვენს ამომრჩეველს, რომ „ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, კომუნალურ გადასახადებზე სამართლიანი ტარიფები დაწესდება და მოსახლეობის ცხოვრების ყოფითი პირობები გაუმჯობესდება."- განაცხადა ჯაბა სამუშიამ