"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ გორგასლის ქუჩაზე, საკუთარ საარჩევნო შტაბში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
ზაზა გაბუნია: "დღეს მე ვხვდები იმ ადამიანებსაც რომელთაც თავად გამოტქვეს ჩემტან შეხვედრის სურვილი და დამიკავშირდენ იმ ნომერზე რომელიც მე მოსახლეობისთვის კამპანიის მიმდინარეობისას გამოვაცხადე. ვხვდები მათ, რომ გავაცნო ჩემი პროგრამა და ვუთხრა რომ მათი მხრიდან ჩემი მხარდაჭერა ნიშნავს კრწანისში ადგილობრივი და ზოგადი პრობლემების მოგვარებას, კრწანისელებისთვის უკეთესი სოციალური გარემო-პირობების შექმნას, ტარიფების გაიაფებას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, ახალგაზრდების დასაქმებას, ავარიული სახლების პრობლემის მოგვარებას".