,,ივანიშვილის უარი დებატებში მონაწილეობაზე ქართველი ამომრჩევლის აშკარა შეურაცხყოფაა", - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ივანიშვილის დებატებში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართული დებატები ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაზე მიუთითებს.
,,გუშინდელი სატელევიზიო დებატები ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და მას აშკარად ორი გამარჯვებული ჰყავდა. Pპირველ რიგში ეს არის ქართველი ხალხი, ქართველი ამომრჩეველი, რომელთაც საქართველოს ისტორიის განმავლობაში პირველად მოისმინეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის დებატები, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაზე მიუთითებს. Mმეორე_ივანიშვილის უარი დებატებში მონაწილეობაზე ქართველი ამომრჩევლის აშკარა შეურაცხყოფაა. Eეს ფაქტი თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში წინასაარჩევნო დებატები გაიმართა. დებატებში მონაწილეობა პოლიტიკური პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებმა მიიღეს. დებატებში მონაწილეობაზე უარი განცხადა ,,ქართული ოცნების" პრემიერობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა.