„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ახვლედიანი ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩზე 300-მდე მოსულ ამომრჩეველს შეხვდა.
გიორგი ახვლედიანმა მოსახლეობას „ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება განათლებაში არსებულ პრობლემებზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომლობაზე , მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებსა და სამართლიანი ტარიფების დაწესებაზე გაამახვილა.
შეხვედრისას საუბარი ქუთაისში არსებულ წყლის მაღალ ტარიფებს შეეხო. გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ქუთაისში განსაკუთრებით მწვავედ დგას სამართლიანი ტარიფების პრობლემა, რადგან ქუთაისში ორჯერ ძვირი ღირს ერთი კუბამეტრი წყალი, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.
მისივე თქმით, თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლების ურთულესი პრობლემა მათ სიახლოვეს მდებარე ქარხანაა, რადგან ქარხნიდან გამოსული გამონაბოლქვი ქუთაისის 3 დიდ რაიონს წამლავს. გიორგი ახვლედიანი მოსახლეობას არჩევნებამდე ამ პრობლემის მოგვარებას დაპირდა და ამ დიდ ბრძოლაში მათ მხარდაჭერისკენ და ერთად დგომისკენ მოუწოდა.
„ქუთაისელები არ არიან ხელისუფლების მონები, რომ წყლის ტარიფზე იხადონ ორჯერ გაძვირებული 50 თეთრი. ეს არის უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი და უსამართლო პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ „ქრისტიან - დემკრატები" ხალხს ვპირდებით, რომ გამარჯვების შემთხვევაში ყველა აღნიშნული პრობლემა მოგვარდება და ქვეყანაში სამართლიანი ტარიფები დაწესება." - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა