14 სექტემბერს 11:00 საათზე, სასტუმროში „ვერე პალასი" ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა" გამართავს დისკუსიას თემაზე - „ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში".
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები. ისინი წარმოადგენენ პოლიტიკური გაერთიანებების ხედვას საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების აქტუალურ საკითხებზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო და მწვავე საკითხებზე კითხვები დაუსვან პოლიტიკოსებს.
შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები: „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია „ქართული ოცნება", „ახალი-მემარჯვენეები", „ლეიბორისტული პარტია".
მრგვალი მაგიდა პირველია იმ შეხვედრათა ციკლიდან, რომელსაც მწვანე ალტერნატივა წინასაარჩევნოდ გამართავს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებებთან. შეხვედრების მიზანია პოლიტიკურ გაერთიანებებსა და სამოქალაქო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებზე საქართველოში, ასევე, ამომრჩეველთა დახმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.