უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა 2012 წლის II კვარტალში 85 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 37 პროცენტით, მეორეზე - აშშ 11 პროცენტით, მესამეზე - აზერბაიჯანი 10 პროცენტით. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წლის II კვარტალში 219 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7 პროცენტით აღემატება 2011 წლის II კვარტალის წინასწარ მონაცემებს და ამავე პერიოდის დაზუსტებული მაჩვენებლის 88 პროცენტს შეადგენს. "საქსტატის" ინფორმაციით, რაც შეეხება წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს, წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წლის პირველ 6 თვეში 488 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 29 პროცენტით აღემატება 2011 წლის პირველი ნახევრის წინასწარ და 7 პროცენტით ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებს.