"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ვეფხვაძე ავლაბრის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.
ლევან ვეფხვაძემ მოსახლეობას "ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა და პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ვეფხვაძის განცხადებით, მოსახლეობის ძირითად პრობლემას სასმელი წყლის მიწოდება, შიდა გზების გაუმართაობა, უმუშევრობა და კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული მაღალი ტარიფები წარმოადგენს.
"ავლაბრის მოსახლეობას ისეთი ლოკალური პრობლემები აწუხებს, როგორიცაა სასმელი წყლის მიწოდება, შიდა გზების გაუმართაობა, უმუშევრობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსამართლოდ გაზრდილი მაღალი ტარიფები. გუშინდელმა დებატებმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე კიდევ ერთხელ დაგვანახა ყველას, რომ ხელისუფლებას არანაირი გეგმა არ აქვს შემუშავებული აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად. „ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით „თელასისა" და „ენერგო- პროს" გამოსყიდვა მოხდება, რაც ქვეყანაში სამართლიან ტარიფებს დააწესებს და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს", - განაცხადა ლევან ეფხვაძემ