ივანიშვილის მხრიდან რუსეთში მისი აქტივების გასხვისება არ ნიშნავს იმას, რომ ,,ქართული ოცნების" ლიდერი კრემლის გავლენისგან განთავისუფლდა, _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ რუსეთში ივანიშვილის აქციების გაყიდვის კომენტირებისას.
,, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაასხვისა რუსეთში მის მფლობელობაში არსებული აქტივები და ამით თითქოს კრემლის გავლენისგან გათავისუფლდა_ეს საქართველოს მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრის კიდევ ერთი მცდელობაა.Kკრემლის თანხმობისა და მხარდაჭერის გარეშე რუსეთში შეუძლებელია მრავალმილიონიანი ქონების გასხვისება", _ განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში თავისი უკანასკნელი აქტივიც გაყიდა. "ქართული ოცნების" პრესამსახურის ინფორმაციით, უკანასკნელი აქტივი აგროსამრეწველო კორპორაცია Aრცო Iნტერნატიონალ Gროუპ- მა შეიძინა. Aრცო Iნტერნატიონალ Gროუპ-ის პრეზიდენტი ფრანჩესკო პიოვანეტტი დღეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
„ სოფლის მეურნება ჩვენი პრიორიტეტია. გვქონდა საკმაოდ საინტერესო და საქმიანი საუბარი. მათ გაუჩნდათ ინტერესი საქართველოშიც განახორციელონ ინვესტიციები. ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა ფრანჩესკო პიოვანეტტისთან შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა.