თბილისში მოტივირებულები ჩამოვედით და საინტერესო თამაშს ველით, - განაცხადა სასტუმრო „რადისონში" გამართულ პრეკონფერენციაზე ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილასიმ.
"თბილისში მოტივირებულები ჩამოვედით და საინტერესო თამაშს ველით. სულაც არ ვფიქრობთ, რომ იოლი თამაში გვექნება. კონცენტრირებულები ვართ და საქართველოსთან თამაშზე და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს საფრანგეთზე და ბელარუსზე. ვნახეთ თქვენი ნაკრების თამაში. ვიცით გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე. მეტოქე სერიოზულია და თამაშს სრული მონდომებით მოვეკიდებით", - განაცხადა ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა.