10 სექტემბერს, სასტუმრო „რადისონში" ესპანეთის ნაკრებმა პრესკონფერენცია გამართა და ესპანელი და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ესპანელთა გუნდის თავკაცმა პრესკონფერენციაზე კაპიტანი იკერ კასილასი და ჩავი ერნანდესი იახლა, ჟურნალისტთა შეკითხვებსაც თავიდან სწორედ მათ უპასუხეს, შემდეგ კი მოახლოებულ მატჩზე დელ ბოსკემაც ისაუბრა.
"ჩვენი გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიაში ითამაშოს, ამიტომ თითოეულ მატჩს სრული პასუხისმგებლობით და მონდომებით მოეკიდება, ასე იქნება საქართველოსთან შეხვედრაშიც და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დავიწყოთ.
რაც შეეხება იმას, გამოვიყენებთ თუ არა ორ თავდამსხმელს ამაზე პასუხს ხვალინდელი შეხვედრა გაცსემს. თუ საჭირო იქნება ასეც მოხდება. საქართველოს ნაკრები მზარდი გუნდია და საერთოდაც ისეთი ჯგუფია, რომ ნებსიმიერ მეტოქეს შეუძლია მოედანზე პრობლემები შეგვიქმნას", - განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ