საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქ. #42, korpusi #15-Si, ახალი სერვისცენტრის გახსნის შესახებ. ახალ სერვისცენტრში, რომელიც თანამედროვე სტანდარტების თანახმადაა მოწყობილი, მომხმარებელი მიიღებს ფართო სპექტრის საბანკო მომსახურებას, მარტივად და კომფორტულად.
საქართველოს ბანკს, ქვეყნის მასშტაბით, მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელ ლოკაციებში, უკვე 182 სერვისცენტრი აქვს. მათ შორისაა 32 Express სერვისცენტრი, რომელიც მომხმარებელს ყველაზე სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობს. საქართველოს ბანკის სერვისცენტრები ასევე განთავსებულია თბილისის მეტროს სადგურებში, სადაც მომხმარებელს დილის 8:00-დან საღამოს 20:00 საათამდე ემსახურება, რაც დამატებით კომფორტს უქმნის კლიენტებს.