„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის " ლიდერი გიორგი თარგამაძე და მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრის ძირითადი საკითხად საარჩევნო გარემო გამოიკვეთა , „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ყურადღება გაამახვილა სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე და კონკურენტული გარემოს შექმნის აუცილელობაზე.
ასევე შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო საფრთხეებს შეეხო. „ქრისტიან-დემოკრატებმა" სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნო პროგრმა გააცნეს.მოძაობის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის " ხედვებზეეკონომიკური განვითარების, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის კუთხით.
„ჩვენი და ჩვენი ამერიკელი კოლეგების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, საქართველოში ერთპარტიული მმართველობის დამთავრება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანას, როგორც შიდა დემოკრატიული განვითარების, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.