დოკუ უმაროვის უფროსი ძმა აჰმად უმაროვი აცხადებს, რომ ქართული მხარეს ჩეჩენი მოჯაჰედების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ეს განცხადება მან თბილისში "ეხო კავკაზთან" საუბარში გააკეთა.
თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, უმაროვი უარს აცხადებს ახსნას თუ კონკრეტულად რა არის მომხდარი ლოპოტის ხეობაში.
"მისი თქმით, ჯერ დეტალების გახმაურების დრო არ მოსულა",_ წერს "ეხო კავკაზა".