საქართველოს 17 სექტემბერს ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა იგეგმება რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლიტვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტი.
მისივე განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში სტუმრობა მეგობრული ჟესტის გამოხატულებაა. როგორც ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა ვიზიტის ფარგლებში ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე განიხილება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების აქტუალური საკითხები.