რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" ბოევიკები ბრიტანელი პრინცის ჰარის მკვლელობით იმუქრებიან, რომელიც ამჟამად ავღანეთში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე "კემპ ბასტიონზე" გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების შემადგენლობაში პილოტის რანგში მსახურობს.
"გავაკეთებთ ყველაფერს რაც ჩვენს ძალებშია იმისათვის, რომ პრინცი ჰარი და სხვა ბრიტანელი სამხედროები მოვკლათ, რომლებიც ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან. ის ჩვენი სამიზნეა და ჩვენ მას მოვკლავთ", _ აცხადებენ "თალიბანის" წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის დედოფლის შვილიშვილი პრინცი ჰარი ავღანეთში იმყოფება, სადაც ოთხთვიან სამსახურს გაივლის. 27 წლის ჰარი "თალიბანის" წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში უშუალო მონაწილეობას მიიღებს.