,,ნაციონალურმა მოძრაობამ, შაბათს საქართველოს 11 ქალაქში ჩატარებული აქციით, ფაქტობრივად, თავისი ამომრჩეველი აღრიცხა", - განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ მმართველი გუნდის მიერ ჩატარებული ყრილობის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ის, რაც ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისგან საზოგადოებამ მოისმინა აპოთეოზი იყო.
,,ქართული ოცნებისა" და საერთოდ სხვა ოპოზიციური პარტიების წრმომადგენლების მიმართ ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სიძულვილით აღსავსე გამონათქვამები არაერთხელ მოგვისმენია. მაგრამ ეს უკვე აპოთეოზი იყო, რაც ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისგან გუშინწინ მოვისმინეთ: რომ, ჩვენ როგორც კლასი უნდა მოვისპოთ. ამაში არ იგულისხმება 2-3 პოლიტიკოსი ,,ქართული ოცნების" მხრიდან. Aაქ იგულისხმება უამრავი ხალხი, რომელთაც ხელისუფლება კლასს უწოდებს, რომელიც უნდა გაანადგუროს", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა კომუნისტურ პროპაგანდას ახასიათებდა
,,ეს არის ის რიტორიკა, რომელიც კომუნისტურ პროპაგანდას ახასიათებდა, სადაც საუბარი კლასების განადგურებაზე იყო. საგანგაშოა, როდესაც ხელისუფლება ასე მოიხსენიებს, საკუთარ მოსახლეობას უწოდებს კლასს, რომელიც უნდა განადგურდეს. ეს არის სწორედ ის წარსული, რომელშიც დაბრუნება ჩვენ მოსახლეობას არ უნდა", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს 11 ქალაქში ყრილობა გამართა.