10 აგვისტოს 13:30 საათზე, მთაწმინდის პანთეონში, ქართველი მწერლის დავით კლდიაშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი მიხეილ კვატაია, სასულიერო პირები და ასევე დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმის თანამშრომლები, დავით კლდიაშვილის ხსოვნას პატივს მიაგებენ, მის საფლავს გვირგვინით შეამკობენ, რის შემდეგაც სასულიერო პირები პარალისს გადაიხდიან.
აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი მიხეილ კვატაია, სასულიერო პირები და ასევე დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმის თანამშრომლები.