,,ეს იყო აბსოლუტურად, ხელოვნურად დადგმული დებატები", _ განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართული დებატების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ დებატების საშუალებით ცნობილი, არ გახდა თუ რომელ პარტიას რა გეგმები აქვს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.
,, ძალიან კომფორტულ გარემოში იმ პარტიებმა, რომლებიც ერთ ძალასა და მხარეს წარმოადგენენ იკამათეს რაღაც თემებზე. არ ვიცი საქართველოს მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა, თუ არა იმ ინფორმაციით, რაც მიიღო. ეს იყო აბსოლუტურად, ხელოვნურად დადგმული დებატები, რომელსაც მოსახლეობისთვის სიცხადე არ შეუტანია იმაში, თუ ვინ რას აპირებს საქართველოში იმ მინიმალური შანსის გამოყენებით, თუ ისინი ხელისუფლებაში მოხვდებიან", - განაცხადა ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში წინასაარჩევნო დებატები გაიმართა. დებატებში მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებმა მიიღეს. დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა კოალიცია ,,ქართული ოცნების" პრემიერობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა.