ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის უწყებათაშორის დელეგაციას შეხვდება, რომელიც საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ტომას მელიას ხელმძღვანელობით ეწვია.
როგორც ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა შეხვედრა 12:15 საათზე დაიწყება. ფანჯიკიძის თქმით, ,,ქართული ოცნების" მხრიდან შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, მანანა კობახიძე და სხვა ლიდერები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას მელია იმყოფება. ის უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო პერიოდს შეაფასებს.
დელეგაცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებისაგან არის დაკომპლექტებული.
ვიზიტის ფარგლებში, ტომას მელია შეხვედრებს ოპოზიციურ პარტიებთან გამართავს. ის ასევე მთავრობის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შეხვდება.