ცნობილი ქართველი მხატვრის გიგო გაბაშვილის ფერწერულ ტილოს - „ელენე მაჩაბლის პორტრეტი" - კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
"თამარ ჩერქეზიშვილის კერძო საკუთრებაში არსებულ გიგო გაბაშვილის სურათს ,,ელენე მაჩაბლის პორტრეტი" კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად ენიჭება", - ნათქვამია საქართველოს კულტურისა და ძეგლტა დაცვის მინისტრის ბრძანებაში .მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია.
"ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში"- განმარტებულია მინისტრის ბრძანებაში.
პორტრეტი მე-20 საუკუნის დასაწყისშია შექმნილი. სურათი დაზიანებულია.
გიგო გაბაშვილი ქართულ ფერწერაში რეალისტური მიმართულების ფუძემდებელია. მისი შემოქმედება 2000-ზე მეტ ტილოს ითვლის.