10 სექტემბერს, 15:00სთ_ზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, გაიმართება პრესკონფერენცია საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავი" საიუბილეო ტურნესთან დაკავშირებით. 45 წლის იუბილეს „რუსთავი" საქართველოს რეგიონებში საიუბილეო კონცერტებით აღნიშნავს.
კონცერტები გაიმართება 19 სექტემბერს ზუგდიდში, 20 სექტემბერს ოზურგეთში, 21 სექტემბერს ბათუმში, 22 სექტემბერს ბოლნისში და 29 სექტემბერს რუსთავში.
ანსამბლ „რუსთავის" საიუბილეო ტურნე შედგება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
პრესკონფერენციას ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ანსამბლ „რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი ფრიდონ სულაბერიძე, ანსამბლ „რუსთავის" დირექტორი, პროფესორი ბადრი თოიძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრებიან.