სვანეთში ერთი თვის წინ დაღუპული პოლონელი გოგონას ცხედარი ნაპოვნია. ცხედარი მომხდარიდან 8 კილომეტრის მოშორებით მეთევზემ იპოვნა და ის აჟამად პროზექტურაშია გადასვენებული.
ანა ნოზოლევსკა საქართველოში მეგობარ გოგონასთან ერთად იყო ჩამოსული.
სწორედ მის მიერ დატოებული მონაცემებით დადგინდა, რომ ცხედარი პოლონელ გოგონას ეკუთვნის. მის ამოსაცნობად გოგონას ოჯახის წევრებს საქართელოში დღეს ელოდებიან.
უშგულისკენ მიმავალი 23 წლის ანა ნოზოლევსკა აგვისტოშო სოფელ კალასთან მდინარე ენგურის სიახლოევს ხევში გადაიჩეხა. დაკარგულის სამაშველო სამსახურები ერთი კვირის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ, რის შემდეგაც ძებნის ოპერაცია შეწყდა.