„ქართული ოცნების" მხარდამჭერები, რომლებიც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თელავის პოლიციაში ჰყავდათ დაკავებულები, გაათავისუფლეს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის, 25 წლის ხიზირ ქუშანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც პოლიციიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ის თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხიზირ ქუშანაშვილი და მასთან ერთად 22 წლის ანგელ ბორჩაშვილი თელავში „ქართული ოცნების" აქციის დასრულების შემდეგ ქუჩაში ახალგაზრდებმა ცემეს. ცემის შედეგად ხიზირ ქუშანაშვილმა დაზიანებები მიიღო. ექიმებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ანგელ ბორჩაშვილის თქმით, საავადმყოფოში პოლიციელები მივიდნენ და ქუშანაშვილი პოლიციაში წაიყვანეს.
შს თელავის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.