დღეს, 10 სექტემბერს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ გიორგი ბაბუაძე (ვიოლინო) და იასუკო უკონი (ფორტეპიანო).
პროგრამაშია მოცარტის, ბეთჰოვენის, შუბერტის და გრიგის ნაწარმოებები.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.