დღეს, 10 სექტემბერს, 13:00 საათზე, სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრება ჩატარდება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, კრებას დაესწრება 150-ზე მეტი დელეგატი დაესწრება, თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან. პალატის ინფორმაციით, კრებაზე განიხილება ახალი წესდება და სამომავლო მოქმედების გეგმები.