"აქ იყო გამოთქმული ბევრი ბრალდება. ზოგიერთ ბრალდებაზე არც ღირს პასუხის გაცემა იმდენად აბსურდულია. თუმცა ყველაზე სრიოზული ბრალდება რაც აქ იყო გამოთქმული იყო- ჩვენ არ ვასრულებთ პირობას", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ივანე მერაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ წინასაარჩევნო დებატებში, რომელშიც ასევე მონაწილეობენ "ქრისტიან-დემოკრატებიდან" გიორგი თარგამაძე და "ლეიბორისტული პარტიიდან" შალვა ნათელაშვილი.
მისი თქმით, ყველა პირობა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობს ჰქონდა დადებული შესრულებულია.
"ერთი რამე არის ფაქტი, ყველა პირობა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობს ჰქონდა დადებული ეს პირობა არის შერულებული. ყველა ის პირობა, რომელიც იყო დათქმული არის შესრულებული და ხშირად ეს პირობები იმაზე მეტად არის შერულებული ვიდრე ეს თავის დროზე დავდეთ", - განაცხადა მერაბიშვილმა.
მერაბიშვილმა 2003 წელს გაყინული პენისების თემა მოიყვანა მაგალითად.
"მე მინდა მოვიყვანო ერთი მაგალითი 2003 წლის არჩევნების წინ, როდესაც ჩვენ დავდიოდით და საარჩებო კამპანიას ვაწარმოებდით, მთავარი მოთხოვნა ჩვენი მოქალაქეების იყო გაყინული პენსიების გაცემა. ჩვენ მაშინ არა მარტო გაყინული პენსიების გაცემას დავპირდით, არამედ დავპირდით პენსიების გაორმაგებას და მაშინ სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ ეს არის, შეუძლებელი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ და 2003 წელთან შედარებით დღეს საბაზისო პენსია ათჯერ არის გაზრდილი", - აღნიშნა მერაბიშვილმა.