,,სააკაშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ცდილობს, ორად გაყოს ხალხი და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდოს ერთმანეთს", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა რომ ამგვარი საშინელი დაპირისპირების უმწარესი გაკვეთილი ოცი წლის წინ მიიღო ქართველმა ხალხმა.
,,თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, სააკაშვილი ცდილობს, ორად გაჰყოს
ხალხი და სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდოს ერთმანეთს. ამგვარი საშინელი დაპირისპირების უმწარესი გაკვეთილი ოცი წლის წინ მიიღო ჩვენმა ხალხმა, რომელიც, მჯერა, იმდენად დაბრძენებულია, რომ უკვე მსგავსი აღარაფერი მოხდება. ყველამ თვალნათლივ დაინახა, რომ არც ერთი ხელისუფლება და პოლიტიკური ლიდერი არ ღირს იმად, რომ მისმა მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთი სასიკვდილოდ გაიმეტონ", _ განაცხადა თელავში ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი ქართველ ხალხს ვერ გახლეჩს.
,,ამიტომ სააკაშვილი, რამდენსაც უნდა ეცადოს, ვერ გახლეჩს ჩვენს ხალხს. ხალხო, მისი ასეთი განზრახვა ქვეყნის ნამდვილი მტრობაა, დანაშაულია, რომელიც, არა მგონია, რომელიმე გონიერმა და ღირსების მქონე ხალხმა უპასუხოდ დატოვოს. ამიტომ ვაფრთხილებ ხოლმე პრეზიდენტს და მისი დავალებების შემსრულებლებს : სინდისი თუ დაკარგეთ, კანონის მაინც გეშინოდეთ", _ განაცხადა ივანიშვილმა