,,მისი გემოვნება, ესთეტიკა ეს არის შუშოს ხიდი მტკვარზე, ეს არის ერეკლეს მოედანზე იუსტიციის სახლი _ რაფაელოს ყუთი", _ განაცხადა თელავში ,,ქართული ოცნების" აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პოეტმა დავით მაღრაძემ და აღნიშნა, რომ მიხელ სააკაშვილს პირველი ოქტომბერს პოლიტიკიდან გაისტუმრებენ.
,,აქ გუშინ კაცი იყო, რომელიც მთელ ქვეყანაზე პრეზიდენტად ასაღებს თავს და სხვის ესთეტიკასა და გემოვნებაზე ლაპარაკობდა. Eეს კაცი პირველი ოქტომბრიდან პოლიტიკიდან არ მინდა ისე გავაცილო, რომ არ ვუთხრა თვითონ ვინ არის. მისი გემოვნება, ესთეტიკა ეს არის შუშოს ხიდი მტკვარზე, ეს არის ერეკლეს მოედანზე იუსტიციის სახლი _ რაფაელოს ყუთი", _ განაცხადა მაღრაძემ.