,,ვინ თქვა კახეთს ეშინიაო? ვინც ეს თქვა თქვენი თვითონ ეშინია", _ განაცხადა კინომსახიობმა ზაზა კოლელიშვილმა თელავში ,,ქართული ოცნების" აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
"გამარჯობა და გამარჯვება ჩემო კახელებო. გამარჯობა და გამარჯვება ჩემო თელაველებო, ჩემო დედოფლისწყაროელებო, გურჯანელებო და ახმეტელებო, ყვარელელებო და ლაგოდეხელებო, სიღნაღელებო და საგარეჯოელებო. Gგამარჯობა და გამარჯვება სრულიად საქართველოს", _ განაცხადა კოლელიშვილმა და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნებასთან" სიმართლეა.
,,მე აქ ვარ, რადგან არ შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო. Mმე აქ ვარ, რადგან აქ სიმართლეა, მე აქ ვარ, რადგან აქ ჩემი სახლია, აქ დარბის ჩემი ბავშვობა, აქ ჩემი საძმაკაცოა, აქ ჩემი სკოლა და ჩემი თეატრია. 500 მეტრში დედაჩემის და მამაჩემის, ბებიისა და პაპაჩემის საფლავებია. Mმე აქ ვარ ბოლოს და ბოლოს იმიტომ, რომ თქვენ ხართ აქ თქვენი სიმართლით, თქვენი სიკეთით, თქვენი სიდინჯითა და სიალალით. ვინ თქვა კახეთს ეშინიაო? ვინც ეს თქვა თქვენი თვითონ ეშინია", _ განაცხა კოლელიშვილმა.