,,როდესაც ბიძინამ ამ ორომტრიალში ფეხის ჩაყოფა გადაწყვიტა, ძალიან გამეხარდა, რადგან ვიცი რისთვის მოდის; მე ვიცი რისი გაკეთება უნდა", _ განაცხადა თელავში სიტყვით გამოსვლისას გივი ბერიკაშვილმა, რომელიც ,,ქართული ოცნების" აქციას ესწრებოდა და აღნიშნა, რომ მისი სურვილია ქართველმა ხალხმა ბედნიერად იცხოვროს.
,,თითქმის 50 წელზე მეტია სცენაზე ვდგავარ და ასეთი დაბნეული არასოდეს ვყოფილვარ. მე მინდა ჩვენი ქვეყანა ბედნიერი იყოს, ახალგაზრდობა ბედნიერი, ჩვენი შვილები ჯანმრთელები გაიზარდონ. ეს არჩევნები ალბათ, იმისთვისაა მოგონილი, რომ რამდენიმე წელში ერთხელ მოგვეწონება ავირჩევთ, არ მოგვეწონება სხვას ავირჩევთ და ვეცდებით ყოველთვის საუკეთესო და კარგი გავაკეთოთ", _ განაცხადა ბერიკაშვილმა და აღნიშნა, რომ იცის, თუ რა გეგმები აქვს ბიძინა ივანიშვილს.
როდესაც ბიძინამ ამ ორომტრიალში ფეხის ჩაყოფა გადაწყვიტა ძალიან გამეხარდა, რადგან ვიცი ვისთვის მოდის. მე ვიცი რისი გაკეთება უნდა. მიხარია და თვალს ვადევნებ, რომ მთელი საქართველო გვერდში უდგა", _ განაცხადა გივი ბერიკაშვილმა.