"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ დავითაშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და კოალიციის თელავის ოფისის შენობების თელაველებისთვის გადაცემას სთხოვს.
როგორც ჟურნალისტებთან დავითაშვილმა განაცხადა ქალაქის ისტორიულ უბანში, სადაც "ქართული ოცნების" და "ქართუ ბანკის" ოფისებია განთავსებული, ღვთისმშობლის ეკლესია იყო, რომელიც ბოლშევიკებმა დაანგრიეს და თელავის რეაბილიტაციის ფარგლებში, ადგილობრივებს ეკლესიის აშენება სურთ.
მასალის გამოყენების პირობები