იტალიაში ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზას" (ჯოკონდას) საფრანგეთიდან დაბრუნების კამპანია დაიწყო. ნახატი თითქმის 500 წელის საფრანგეთშია, საიდანაც 200 წელია ლუვრის მუზეუმში ინახება.
კამპანიას სათავეში ჩაუდგა იტალიის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობოს ეროვნული კომიტეტი. პეტიციას უკვე მოაწერა ხელი 150 ათასმა ადამიანმა.
კომიტეტის ხელმძღვანლი სილვიო ვერჩიტი აცხადებს, რომ უკვე გაგზავნილია თხოვნა საფრანგეთის კულტურის მინისტრთან შესახევდრად, რათა ეს იდეა იქნეს განხილული.
საფრანგეთის კულტურის მინისტრი ორელი პორიპეტი წარმოშობით იტალიელია და იტალიელები იმედოვნებენ, რომ ფრანგული მხარე მათ თხოვნას გაგებით მოეკიდება.
თუმცა ნახატის "დაბრუნება" არც თუ კორექტულად ჟღერს, რადგანაც იტალიაში ნახატი მხოლოდ 10 წელი იყო. ლეონარდომ ის 1503-1505 წლებში დახატა და 1516 წელს გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე საფრანგეთში წაიღო.
მიიჩნევა, რომ საფრანგეთის მეფემ ფრანცისკ პირველმა ნახატი ლეონარდოს მემკვიდრეებისგან იყიდა. ლუდოვიკო XIV-მ კი მისთვის ადგილი ვერსალის სასახლეში გამოყო.
მე-18 საუკუნიდან ნახატი ლუვრის მუზეუმში ინახება.
იტალიაში ნახატი მხოლოდ ერთხელ გამოფინეს -1911 წელს მონა ლიზა ლუვრიდან მოიპატეს და 2 წლის შემდეგ ფლორენციის სასტუმროში იპოვეს. ნახატის პარიზში დაბრუნებამდე მისი ნახვის შესაძლებლობა იტალილებს ფლორენციასა და რომში მიეცათ.