ხვალ, 3 თებერვალს, 14 საათზე, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 50 ბავშვი უზენაეს სასამართლოს ესტუმრება. ბავშვები სასამართლოს შენობას დაათვალიერებენ, ნახავენ ისტორიულ დარბაზს, საკნებს და პლენარულ დარბაზში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილსა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს შეხვდებიან. შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაიმართება. ბავშვებს საშუალება ექნებათ, როგორც მინისტრს, ისე სასამართლოს თავმჯდომარეს ნებისმიერი კითხვა დაუსვან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დევნილი ბავშვები საჩუქრად სასამართლო ლიტერატურას და მართლმსაჯულებაზე საბავშვო წიგნებს მიიღებენ.