დღეს, 9 სექტემბერს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთ ბავშვთა 24-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის, "ძლევაის" ინფორმაციით, დღეს უწმინდესის ნათლული კიდევ 664 ჩვილი გახდება .
ნათლულებს ტრადიციულად ჯვარს, ნათლობის მოწმობას, სახარებასა და სანთლებს აჩუქებენ. ნათლობის დასრულების შემდეგ კი სამების ტაძარში უწმინდესი მიბრძანდება და საკუთარ ნათლულებს დალოცავს.
კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული უკვე 12 369 ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა საყოველთაო 25-ე ნათლობა 13 ივლისს, სვეტიცხოვლობას გაიმართა.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა კი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.