დღეს, საღამოს, დაახლოებით 21:30 საათზე, თეთრიწყაროს ცენტრში არსებულ შენობას, სადაც რამდენიმე ოფისია განთავსებული, მათ შორის, №2 საარჩევნო უბანი, ცეცხლი გაუჩნდა.
ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაცით, პარტია „თავისუფალი საქართელოს" თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი აფციაურმა განაცხადა, რომ რაიონში წყლის დეფიციტია, რამაც ხანძრის ჩაქრობის პროცესი გაართულა და ამის გამო სახანძრო მანქანები გამოძახებულ იქნა ახლო მდებარე ქალაქებიდან, მათ შორის თბილისიდანაც.
თეთრიწყაროში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.