რიგაში დასრულდა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ლატვიისა და საქართველოს კალათბურთელთა შორის. ჩვენმა ნაკრებმა 73:70 იმარჯვა და ჯგუფში ბოლო მატჩის შედეგის მიუხედავად, გაინაღდა ფინალური ეტაპის საგზური.
იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილებმა, განსაკუთრებით კარგად მეორე მეოთხედი ითამაშეს. დროის ამ მონაკვეთში ქართველებმა 13 ქულით (24:11). ჩვენებურთაგან ყველაზე მეტი ქულა, 17 მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზეა. 15-15 ქულა ზაზა ფაჩულიამ და ჯეიკობ პულენმა მიითვალეს.
ამრიგად, D ჯგუფში საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას 7 თამაშის შემდეგ 12-12 ქულა აქვს, მე-3 ადგილზე მყოფ ლატვიას - 10. ჩვენი გუნდი შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩს 11 სექტემბერს, თბილისში, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.