ქარელში კენჭს იყრის ადამიანი, რომელიც ქართული დროშის ქვეშ არ გამოვიდა პეკინის ოლიმპიადაზე იმიტომ, რომ მძინარე ცხინვალი გააღვიძეს ქართველებმაო - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ადაიმანს სურს "თქვენი მეშვეობით მოვიდეს პარლამენტში",
პრეზიდენტის თქმით, ეს არის დაცინვა და "სულში ჩაფურთხება ჩვენი ერისთვის".
მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლა სურთ ადამიანებს, რომლებმაც უჩივლეს საქართველოს.
"ეგ კაცი გამოგყავს და ოცნებობ, რომ ეს კაცი გაიყვანო ქართლელების ხელით პარლამენტში, როცა კენჭს აყრევინებ ადამიანს, ვინც უჩივლა საქართველოს, რომ ქართველებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულებები თურმე რუსების წინააღმდეგ. თურმე ჩვენ კი არ გვბომბავდნენ, ჩვენი სახლები კი არ დაანგრიეს და ჩვენი ხალხი კი არ დახოცეს, თურმე ეს ჩვენ გავაკეთეთ და ასეთი ადამიანები მოიწევენ ახლა ხელისუფლებაში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქარელში პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნებიდან ლერი ხაბელოვი იყრის კენჭს.