„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებთან ერთად გლდანის ამომრჩეველს ახმეტელის თეატრში შეხვდა.
ინგა რგიგოლიამ და გიორგი თარგამაძემ მოსახლეობას „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნეს და ყურადღება უმუშევრობასა და სამართლიანი ტარიფების დამკვიდრებაზე გაამახვილეს.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, უსამართლობის წამალი არის საქართველოს პარლამენტში რამოდენიმე ძლიერი პოლიტიკური ძალის არსებობა, რომელიც ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას დაამთავრებს, ხოლო გაჭირვების გასაღები კი ეკონომიკური ძრავის ამუშავებაში მდგომარეობს, რომლის მოკლე და ეფექტური გზა ქვეყანაში სამართლიანი ტარიფების დაწესებაა.
ინგა გრიგოლიას განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ყველაზე დიდ რაიონში ხელისუფლებას დაამარცხებს და პირველ ოქტომბერს გლდანი „ქრისტიან-დემოკრატიული"გახდება.
„მე მაქვს იმის იმედი, რომ პირველ ოქტომბერს, გლდანი გახდება „ქრისტიან-დემოკრატიული" და ჩვენ დავამარცხებთ ხელისუფლებას. მე შემიძლია ამის თქმა განსაკუთრებით გლდანის შემთხვევაში, რადგან გლდანელები არიან ყველაზე აქტიურები და მოტივირებულები იმისთვის, რომ გლდანში ნაციონალური მოძრაობა დამარცხდეს."- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.